საქსტატმა 2026 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, ზრდა ძირითადად თბილისსა და ბათუმს შეეხება, ხოლო შემცირება ყველაზე მკვეთრია იმერეთის რეგიონში.
უფრო დეტალურად – თბილისის მოსახლეობა წინა წელთან შედარებით 33.7 ათასით გაიზარდა და მან 1.37 მილიონს მიაღწია, ბათუმში კი მატება 9,500 იყო, შედეგად ქალაქის მოსახლეობამ 246,300-ს მიაღწია. იმერეთში კი მოსახლეობა 16,100-ით შემცირდა 492,500-მდე. ასევე მოსახლეობამ იკლო კახეთში; მცხეთა-მთიანეთში; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში; სამეგრელო-ზემო სვანეთში; ქვემო ქართლში; შიდა ქართლსა და გურიაში.
რეგიონებში მოსახლეობის კლების ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა, თუკი ბოლო 10-წლიან ტენდენციას შევხედავთ – იმერეთის მოსახლეობა ამ პერიოდში 21,900-ით შემცირდა; კახეთის 15,900-ით; სამეგრელო-ზემო სვანეთის 26,400-ით, შიდა ქართლის კი 12,000-ით. ამასთან, 10-წლიან ჭრილში აჭარის მოსახლეობა 70,200-ით გაიზარდა, თბილისის კი 223,900-ით.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა. დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი…
2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 480 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. საქსტატის…